საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ავღანელ კოლეგებს საკუთარ ოფისში უმასპინძლა

15 დეკემბერი 2016

15 დეკემბერს, ავღანეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში იმყოფებოდა და ქართული ადვოკატთა ასოციაციის მუშაობას, სტრუქტურას, პროექტებს და სამომავლო გეგმებს გაეცნო. 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა ეთიკის კომისიის, სასწავლო ცენტრის, აღმასრულებელი საბჭოს და სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ საადვოკატო გამოცდის ელექტრონული მოდელით, რაც უპრეცედენტოა საქართველოში და წარმატებით ხორციელდება. ასევე მოისმინეს ადვოკატის სკოლის შესახებ, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდება და რადიკალურად შეცვლის პროფესიაში შემოსვლის სტანდარტებს. 

ავღანეთის დელეგაცია მესამე დღეა შეხვედრებს მართავს გერმანელ და ქართველ კოლეგებთან, რომელიც ორგანიზებულია 

DEUTSCHE GESELLSCHAFT FÜR INTERNATIONALE ZUSAMMENARBEIT (GIZ)- ის მიერ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას ქვეყნებთან ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერია ადვოკატის პროფესიის განვითარების და ნოვაციების დანერგვის კუთხით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი